სასაჩუქრე ვაუჩერის გამოყენების წესები და პირობები
ძალაში შესვლის თარიღი: 01.07.2026
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს GASA‑ს (Georgian Avia Service Agency) მიერ გაცემული სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენის, ფლობისა და გამოყენების პირობებს.
ვაუჩერის შეძენით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1. ზოგადი დებულებები
1.1. სასაჩუქრე ვაუჩერი წარმოადგენს GASA‑ს მიერ გაცემულ ელექტრონულ ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ტურ-პაკეტის შესაძენად.
1.2. ვაუჩერი გაიცემა უნიკალური პრომოკოდის სახით და წარმოადგენს განსაზღვრული ნომინალური ღირებულების (100, 200, 500 ან 1000 ლარი) გამოყენების საშუალებას GASA‑ს მიერ შეთავაზებული ტურ-პაკეტების შესაძენად.
1.3. ვაუჩერი არ წარმოადგენს ელექტრონულ ფულს, საბანკო პროდუქტს ან გადახდის ინსტრუმენტს.
2. ვაუჩერის შეძენა
2.1. ვაუჩერის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ gift.gasa.ge პლატფორმის მეშვეობით.
2.2. ვაუჩერის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს:
- სახელი და გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ-ფოსტის მისამართი.
2.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სიზუსტეზე.
2.4. ვაუჩერის შეძენის შემდეგ მომხმარებელს უნიკალური პრომოკოდი გაეგზავნება მის მიერ მითითებულ აქტიურ ელ-ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
3. ვაუჩერის მოქმედების ვადა
3.1. ვაუჩერის მოქმედების ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს მისი შეძენის დღიდან.
3.2. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ვაუჩერი ავტომატურად უქმდება და მისი გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.
3.3. ვადის გასვლის შემდეგ ვაუჩერის ღირებულების დაბრუნება, აღდგენა ან გახანგრძლივება არ ხდება.
4. ვაუჩერის გამოყენება
4.1. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად.
4.2. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ტურ-პაკეტის შეძენისას.
4.3. ერთი ჯავშნის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვაუჩერის გამოყენება, თუ კონკრეტული აქციის პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4.4. ვაუჩერის გამოყენება შეუძლებელია სხვა აქციებთან, ფასდაკლებებთან ან სპეციალურ შეთავაზებებთან ერთად, თუ GASA‑ს მიერ პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული.
4.5. თუ მომხმარებლის მიერ შერჩეული ტურ-პაკეტის ღირებულება აღემატება ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებას, მომხმარებელი უფლებამოსილია დამატებით გადაიხადოს დარჩენილი თანხა GASA‑ს მიერ შეთავაზებული გადახდის საშუალებებით.
4.6. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ GASA‑ს მიმართულებებზე ტურ-პაკეტების შესაძენად. GASA‑ს მიმართულებებია:
- თურქეთი (ანტალია, ბოდრუმი);
- საბერძნეთი (კრეტა);
- ესპანეთი (კოსტა ბრავა, კოსტა ბლანკა, კოსტა დორადა);
- მონტენეგრო (ბუდვა, ტივატი);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები (დუბაი, აბუ-დაბი);
- ეგვიპტე (შარმ-ელ-შეიხი, ჰურგადა);
- ტაილანდი;
- შრი-ლანკა.
5. ვაუჩერის გადაცემა
5.1. ვაუჩერის გამოყენება შეუძლია როგორც მის მფლობელს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც ვაუჩერი გადაეცემა.
5.2. ვაუჩერის მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში GASA არ არის პასუხისმგებელი ვაუჩერის არასანქცირებულ გამოყენებაზე.
6. ვაუჩერის გამოყენების პროცედურა
6.1. ვაუჩერის გამოსაყენებლად მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს GASA‑ს ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, მათ შორის Call Center-ის, WhatsApp-ის, Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით.
6.2. ტურ-პაკეტის დაჯავშნისას მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოქმედი პრომოკოდი.
6.3. GASA უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ვაუჩერის გამოყენების უფლებამოსილების ან შესაბამისი გარემოებების დასადასტურებლად.
7. დაბრუნება და გაუქმება
7.1. სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენა ხორციელდება საბანკო ბარათით. შეძენილი სასაჩუქრე ვაუჩერი არ ექვემდებარება დაბრუნებას, გადაცვლას ან ფულადი სახით ანაზღაურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.2. ვაუჩერის დაკარგვის, წაშლის, მესამე პირისთვის გადაცემის ან არასანქცირებული გამოყენების შემთხვევაში GASA არ არის ვალდებული უზრუნველყოს მისი აღდგენა ან ჩანაცვლება.
8. პერსონალური მონაცემების დამუშავება
8.1. ვაუჩერის შეძენისა და გამოყენების პროცესში GASA ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მომსახურების გაწევის, კომუნიკაციისა და ვაუჩერის ადმინისტრირების მიზნით.
8.2. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება GASA‑ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება gift.gasa.ge პლატფორმაზეც.
8.3. ვაუჩერის შეძენით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო GASA‑ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. GASA არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორად მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამო ვაუჩერის მიუღებლობაზე.
9.2. GASA არ აგებს პასუხს მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ პრომოკოდის არასწორ გამოყენებაზე.
9.3. ტექნიკური ხარვეზის ან ფორსმაჟორული გარემოების არსებობის შემთხვევაში GASA უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ვაუჩერის გამოყენება შესაბამისი პრობლემის აღმოფხვრამდე.
10. ცვლილებები წესებსა და პირობებში
10.1. GASA უფლებამოსილია კანონმდებლობის, ბიზნეს-პროცესების ან ტექნიკური ცვლილებების გათვალისწინებით განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
10.2. განახლებული ვერსია ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
11. დამატებითი პირობები
11.1. წინამდებარე წესებთან ერთად მომხმარებელზე ვრცელდება GASA‑ს ვებგვერდზე განთავსებული წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, გაუქმებისა და დაბრუნების პოლიტიკა, მიწოდების პოლიტიკა და სხვა მოქმედი დოკუმენტები.
11.2. წინამდებარე წესებსა და GASA‑ს სხვა მოქმედ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ვაუჩერის შეძენასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ვაუჩერის წესებსა და პირობებს.
12. საკონტაქტო ინფორმაცია
სს ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი (GASA)
ვებგვერდი: www.gasa.ge
ელ-ფოსტა: contact@gasa.ge
ტელეფონი: +995 322 40 00 40
